Accessibility links

logo-print

კუბის მედიის ცნობით, ფიდელ კასტრო ჰავანის გარეთ ქალაქს ესტუმრა


კუბის მედიის ინფორმაციით, ფიდელ კასტრო დღეს ესტუმრა ჰავანის მახლობლად მდებარე ქალაქს, რათა მონაწილეობა მიეღო მის მიერ მოწყობილი რევოლუციისთვის დაღუპულ პირთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაში. 2006 წლის მერე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კუბის მედია კასტროს მიერ ჰავანიდან გასვლის შესახებ იუწყება. 2006 წელს კასტრო ავად გახდა და ხელისუფლება დატოვა.
XS
SM
MD
LG