Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დასრულდა შეხვედრა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო


სტამბოლში დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ბრაზილიის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლები, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო იმსჯელეს. განიხილებოდა იმ შეთანმხების დეტალები, რომელიც მაისში დაიდო და რომლის თანახმად, ირანიდან ნაკლებად გამდიდრებულ ურანს გაიტანენ თურქეთში, საიდანაც მას გაცვლიან მაღალგამდიდრებულ ურანზე რუსეთსა და საფრანგეთში. ხვალ, ცნობით, ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყება საერთაშორისო სააგენტოს გადაცემს შეთანხმების დეტალებს. ამ შეთანხმებას მსოფლიო სახელმწიფოები ცივად შეხვდნენ, რადგან ის არ გულისხმობს სრულ უარს ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების პროგრამისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის შექნისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG