Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში ირანმა შეიძლება ევროკავშირთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება გამართოს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს თქმით, ირანმა შეიძლება ევროკავშირთან თავისი სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება გამართოს რამადანის ბოლოს, სექტემბრის მეორე კვირაში. მან ეს ჟურნალისტებს განუცხადა ირანელ კოლეგა, მანუჩერ მოთაქის, ასევე ბრაზილიელ კოლეგა სელსო ამორინთან სტამბოლში შეხვედრის შემდეგ.
მინისტრებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო იმსჯელეს. განიხილებოდა იმ შეთანხმების დეტალები, რომელიც მაისში დაიდო და რომლის თანახმად, ირანიდან ნაკლებად გამდიდრებულ ურანს გაიტანენ თურქეთში, საიდანაც მას გაცვლიან მაღალგამდიდრებულ ურანზე რუსეთსა და საფრანგეთში.დავუთოღლუს თქმით, ხვალ, ირანი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გადაცემს წერილს, შეთანხმების ტექნიკური დეტალების გარშემო ცალკე მოლაპარაკების თხოვნით.
ამ შეთანმხმებას მსოფლიო სახელმწიფოები ცივად შეხვდნენ, რადგან ის არ გულისხმობს სრულ უარს ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების პროგრამისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის შექნისთვისაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG