Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მედიის ცნობით, მოელიან „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელის გადადგომას


ბრიტანეთის მედია იუწყება, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი, ტონი ჰეივორდი მალე გადადგება. „BBC“-ი და „სანდეი ტელეგრაფი“ იმოწმებენ დაუდგენელ წყაროს, რომლის თანახმად, შაბათ-კვირას ჰეივორდის მომავალზე საუბრები გაიმართა. „ბრიტიშ პეტროლიუმს“ სახელი გაუტეხა მექსიკის ყურეში მის ჭაბურღილზე მომხდარმა ავარიამ, რომელმაც კატასტროფული ზარალი მოიტანა ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG