Accessibility links

ვენესუელის პრეზიდენტი აფხაზეთში გემების გაგზავნას აპირებს


ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა პირობა დადო, რომ „ახლო მომავალში“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, თვითგამოცხადებული აფხაზეთის არეალში, გემებს გააგზავნის. მისივე თქმით, ის მალე აპირებს სოხუმში ჩასვლას. ეს ჩავესმა განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის თადასწრებით, რომელიც ასრულებს თავის სტუმრობას ვენესუელაში. ვენესუელა ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, რომლებმაც აღიარეს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG