Accessibility links

logo-print

ევროკავშირში საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელებენ


დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კოსოვოს საკითხზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს - სხდომაზე იგეგმება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის სიტყვით გამოსვლა, მათ შორის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე. ისაუბრებენ ასევე ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG