Accessibility links

logo-print

პრესაში ავღანეთის ომის საიდუმლო მასალები გავრცელდა


ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელების ფაქტს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიმს ჯონსი აღნიშნავს, ამ ფაქტმა შესაძლოა მრავალთა სიცოცხლე და ქვეყნის უსაფრთხოება დააყენოს საფრთხის ქვეშ. ავღანეთის შესახებ 90 000-მდე სამხედრო ჩანაწერი, თალიბანის წინააღმდეგ წარმოებული საიდუმლო სამხედრო ოპერაციებისა და ამ ოპერაციებში სამოქალაქო პირების შემთხვევითი მკვლელობების შესახებ, დასავლეთის მთელი რიგი მედია-საშუალებებისთვის ინტერნეტ-წყარო Wikileaks-ის საშუალებით გახდა ხელმისწავდომი.
XS
SM
MD
LG