Accessibility links

logo-print

კორეის ნახევარკუნძულთან აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს


აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო გემები და ვერტმფრენები წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მიმართულ წვრთნებს ატარებენ. სამხედრო-საზღვაო მანევრები კორეის ნახევარკუნძულთან მიმდინარეობს და ოთხი დღე გრძელდება. მათში 20 გემი, 200 საფრენი საშუალება და 8000-მდე ამერიკელი და სამხრეთკორეელი მეზღვაური მონაწილეობენ. ერთობლივი წვრთნები მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის საპასუხოდ ტარდება. ჩაძირვის მიზეზად ჩრდილოეთ კორეის ტორპედოთი განხორციელებულ იერიშს ასახელებენ, მაგრამ ჩრდილოეთი კორეა ბრალდებას უარყოფს. ის მწვავე პროტესტს გამოთქვამს შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების გამო და მათ „პროვოკაციას“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG