Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამბოჯაში 35 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „წითელი კხმერების“ რეჟიმის ერთ-ერთ ცნობილ წარმომადგენელს


კამბოჯაში საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც „წითელი კხმერების“ რეჟიმის დანაშაულებს განიხილავს, 35 წლით პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულებრივი ქმედებების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, კანგ კეკ იეუს. 70-იან წლებში ის ხელმძღვანელობდა ციხეს, რომელშიც 16 000-ზე მეტი პატიმარი იქნა მოკლული, ან წამების შედეგად გარდაიცვალა.
კამბოჯაში პოლ პოტის მმართველობის წლებში მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაღუპულების რიცხვი, სხვადასახვა გაანგარიშებით, რამდენიმე ასეული ათასიდან 1,5 მილიონ ადამიანს აღწევს.
XS
SM
MD
LG