Accessibility links

საქართველოს მოქალაქეები: ხელისუფლებამ დასაქმების პრობლემას უნდა მიხედოს


26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ გამოკითხულთა 65 პროცენტისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს; ხოლო 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები ამ პრობლემურ საკითხს საკმარის ყურადღებას არ უთმობენ. გამოკითხულთა 83 პროცენტი ახლადარჩეული ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ დასაქმების საკითხს ასახელებს. რაც შეეხება 30 მაისის არჩენებს, გამოკითხულთა 53 პროცენტის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ”კარგად” ან ”ძალიან კარგად” ჩატარდა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26 პროცენტი მხარს უჭერს იმ შესაძლებლობას, რომ, მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. თუმცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მხარს უჭერს კონსტიტუციით განსაზღვრულ ძლიერ საპრეზიდენტო სისტემას, ძლიერ პრემიერ-მინისტრთან შედარებით. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 2 053 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ჩატარდა 24 ივნისიდან 5 ივლისამდე.
XS
SM
MD
LG