Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები პოლიციის ძალით გამოასახლეს


26 ივლისს ხმაური მოჰყვა თბილისში, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესს. დევნილების ნაწილი ხელისუფლებას გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათთვის კომპენსაცია არავის შეუთავაზებია. ხელისუფლების პოზიციით კი, დევნილები დაკმაყოფილებული არიან ყველა კუთვნილი შესაძლებლობით და მათი გამოსახლების პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში დევნილთა რამდენიმე ასეული ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შენობას კერძო მესაკუთრე არ ჰყავს. მისი გაყიდვის მიზნით დანიშნული აუქციონი, განაცხადების არარსებობის გამო, ერთხელ უკვე გადაიდო.
XS
SM
MD
LG