Accessibility links

ჩავესი აფხაზეთში გემებს გზავნის


ვენესუელა აფხაზეთში გემების გაგზავნას აპირებს. "ინტერფაქსის" ცნობით, განცხადება ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა გააკეთა. "უახლოეს მომავალში გემები ვენესუელიდან აფხაზეთში ჩავლენ. ასევე გპირდებით, რომ მალე აფხაზეთში ვიზიტით მეც ჩამოვალ", - განაცხადა უგო ჩავესმა ფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ვენესუელიდან გაცილებისას. ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის გემებს გულისხმობს ვენესუელის პრეზიდენტი. თვითაღიარებული რესპუბლიკის დელეგაცია უგო ჩავესს 23-25 ივლისს სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG