Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოჩიევი შუალედურ შეთანხმებაზე ლაპარაკობს


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გამგზავრების განზრახვას ოსური მხარე საინფორმაციო სააგენტო ”რესს” უზიარებს. დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ოსური მხარე ჟენევაში კვლავაც დააყენებს ძალის გამოუყენებლობის ახალი ხელშეკრულების საკითხს. ”ჩვენ განვიხილავთ შუალედური დოკუმენტის გაფორმების შესაძლებლობას, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტია უნდა იყოს. რუთის მხარის პოზიციით, ასეთ დოკუმენტებად შეიძლება იქცეს თითოეული მხარის მიერ ვალდებულებების ცალმხრივად აღება”, - ამბობს ჩოჩიევი. თბილისი ყველა მსგავს შეთავაზებას კრემლის ძველი იდეების ახალ შეფუთვად აფასებს და მათ გაზიარებას არ აპირებს. ცხინვალის წარმომადგენლები ჟენევაში დღეს ჩავლენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩავლენ მოლაპარაკებებზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო პერიოდში მე-12 რაუნდის ბოიკოტით იმუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG