Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ოფიციალურად დაამტკიცეს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები, რომლებიც მიმართულია ამ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის, ისევე როგორც საბანკო და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი, რომელზე შეთანხმებასაც ივნისში მიაღწიეს ევროკავშირის ლიდერებმა, საერთაშორისო თანამეგობრობის, ჯერ-ჯერობით ბოლო ზომაა ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ახალი ზომები ძალაში შევა რამდენიმე კვირაში, ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში მათი გამოქვეყნების შემდეგ. ევროკავშირის სანქციები ჰგავს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმებს დამატებითი უწყებების და ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც, სანქციების ავტორების თანახმად, ირანს ეხმარებიან ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებაში, ასევე საერთაშორისო სანქციებისათვის თავის არიდებაში. ევროკავშირის ახალი სანქციები მოჰყა გაეროს სანქციების მორიგ, მეოთხე რაუნდს, რომელიც გასულ თვეში შემოიღეს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ შეშფოთების გამო, რომ ირანი ბირთვული იარაღის დამზადებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG