Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WikiLeaks-ის დამფუძნებელი: ავღანეთზე გაჟონილი ინფორმაცია შესაძლოა, სამხედრო დანაშაულებს ამხელდეს


ავღანეთში ომის შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამავრცელებელი ვებსაიტის, WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიენ ასანჯის განცხადებით, გაჟონილი ინფორმაცია შესაძლოა, ავღანელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო დანაშაულებს ამხელდეს. ასანჯმა ეს შეფასება გამოთქვა ორშაბათს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მისი ვებსაიტისაგან საიდუმლო ინფორმაცია მიიღეს „ნიუ იორკ ტაიმსმა“, ლონდონში გამომავალმა ყოველღდიურმა „გარდიანმა“ და გერმანიის ყოველკვირეულმა ჟურნალმა „შპიგელმა“. Wikileaks-ის მეშვეობით გაჟონა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების 90 000-მდე საიდუმლო ჩანაწერმა ავღანეთში ომის თაობაზე. მათში ასახულია ავღანელი სამოქალაქო პირების დახოცვის შემთხვევები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც აქამდე არ გავრცელებულა, ასახულია აგრეთვე შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების შენაერთების მიერ თალიბანის წინააღმდეგ წარმოებული საიდუმლო ოპერაციები. ნატომ, აშშ-მა, ბრიტანეთმა და პაკისტანმა მკაცრად დაგმეს ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მასმედიაში გაჟონვის ფაქტი.
XS
SM
MD
LG