Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი სწავლობს სამხედრო ჩანაწერების გაჟონვის რისკებს


აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელი დეივ ლაპანი აცხადებს, რომ შესაძლოა, კვირები დასჭირდეს 91 000-მდე გასაიდუმლოებული სამხედრო ჩანაწერის გაჟონვის შედეგების დადგენას. ლაპანის თქმით, აშშ ხელისუფლების წარმომადგენლები სწავლობენ ამ ჩანაწერებს, რომ დაადგინონ ემუქრება, თუ არა მათი გამოქვეყნება აშშ-ისა და კოალიციის შემადგენლობის უსაფრთხოებას. პენტაგონის წარმომადგენელმა მასალების გამოქვეყნება ”კრიმინალურ ქმედებად” შეაფასა. თეთრი სახლის განცხადებით, გაჟონილი ინფორმაცია მოიცავს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეთა სახელებს, ცნობებს ლოჯისტიკისა და წყაროების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი გამოქვეყნებით ცნობილი ხდება აგრეთვე აშშ-ის საგანგებო ძალების მიერ ავღანეთში სამოქალაქო პირების დახოცვის აქამდე უცნობი შემთხვევებისა და თალიბანის ლიდერთა წინააღმდეგ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების შესახებაც.
XS
SM
MD
LG