Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ერთი წლით დარჩება


ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კიდევ 12 თვით, 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს საქართველოსა და რუსეთს შორის ომისთვის ბოლოს მოსაღებად ევროკავშირის შუამავლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების პროცესზე დასაკვირვებლად და კონფლიქტის შემდგომ საქართველოში სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის ხელშესაწყობად. ევროკავშირის საბჭო, რომლის სხდომაზეც მისიის მანდატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. საბჭოს ფარგლებში ბლოკის წევრი ქვეყნების მინისტრები იკრიბებიან ხოლმე - თუ რომელი სამინისტროების ლიდერები, ეს დღის წესრიგზეა დამოკიდებული. დღეს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის ვადის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG