Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რომელიც თურქეთში ვიზიტს განაგრძობს, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებას. როგორც კამერონმა დღეს განაცხადა, ის „გაბრაზებულია“, რომ ევროკავშირის ზოგი წევრი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას აფერხებს მიუხედავად იმისა, რაც თურქეთს აქვს გაკეთებული ნატოს შემადგენლობაში ევროპის დასაცავად და რასაც თურქეთი ახლა აკეთებს ავღანეთში ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. კამერონი დღესვე მიემგზავრება ინდოეთში, რომელიც, ისევე როგორც თურქეთი, ბრიტანეთის მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორია.
XS
SM
MD
LG