Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების მორიგი რაუნდი დაიწყო


ჟენევაში ყველა მხარის მონაწილეობით მიმდინარეობს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების მორიგი, მე-12 რაუნდი. განცხადება, რომ ჟენევაში ყველა მხარის წარმომადგენლები არიან ჩასული, გაეროს პრეს-მდივანმა, ელენა პონომარიოვამ გააკეთა. საქართველოს, მისი სეპარატისტული რეგიონებისა და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებში გაერო, ევროკავშირი და ეუთო შუამავლობენ. სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ბოლოხანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ დისკუსიებში მონაწილეობის გაგრძელების მიზანშეწონილობას. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიგა ბოკერიამ ჟენევაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ამ რაუნდზე განსაკუთრებული წინსვლა მოსალოდნელი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაცია და ”მისი კლიენტები - სოხუმი და ცხინვალი”, ბოკერიას თქმით, აშკარა არაკონსტრუქციულობას იჩენენ.
XS
SM
MD
LG