Accessibility links

რუსეთს „მიუღებლად“ მიაჩნია ევროკავშირის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ


რუსეთს „მიუღებლად“ მიაჩნია ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს დაამტკიცეს მორიგი სანქციები, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში „მიუღებელს“ უწოდებენ სანქციების დაწესებას გაეროს უშიშროების საბჭოს პროცედურების გარეშე. ევროკავშირის ახალი ზომები გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე გაეროს მიერ გასულ თვეში მიღებული სანქციები. ევროკავშირის სანქციებით იკრძალება ირანის ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობა, გათვალისწინებულია ზომები ირანის ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ევროკავშირის ახლი სანქციები ძირს უთხრის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობის განმუხტვის საერთაშორისო ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG