Accessibility links

logo-print

ნატოს განცხადებით, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა „აშკარად უმჯობესდება“


ნატოს უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთთან ალიანსის ურთიერთობა „აშკარად უმჯობესდება“. ეს შეფასება მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოთქვა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯამპაოლო დი პაოლამ. ის მოელის, რომ მოსკოვთან თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება 2011 წელს, ავღანეთთან დაკავშირებული საკითხებით ორივე მხარის შეშფოთების, ისევე როგორც ტერორიზმთან და მეკობრეობასთან დაკავშირებული საერთო საფრთხეების გამო. დი პაოლა 24 ივლისს დაბრუნდა ბრიუსელში მოსკოვიდან, სადაც ის რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, გენერალ ნიკოლაი მაკაროვს შეხვდა.
XS
SM
MD
LG