Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი დეპუტატი დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადის დეპუტატი იან ტაბაჩნიკი დღეს ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო და ღირსების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა "რეგიონების პარტიის" წევრ უკრაინელ დეპუტატს მადლობა გადაუხადა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ”მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ 2008 წლის აგვისტოში. თქვენ ერთ-ერთმა პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ხმა აიმაღლეთ სიმართლისთვის და დაიცავით საქართველო”, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა იან ტაბაჩნიკს.
XS
SM
MD
LG