Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის წარმომადგენლობა ჟენევაში სახეცვლილი შემადგენლობით ჩავიდა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიკბა. მის ნაცვლად, ჟენევაში წარმოდგენილი არიან: დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გარი კუპალბა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნადირ ბიტიევი. წინასწარი მუქარის მიუხედავად, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ჟენევის მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდს ბოიკოტი არ გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG