Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში თავშესაფარი მიანიჭეს


შვეიცარიამ თავშესაფარი მიანიჭა ქართველ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, რომელმაც შესაბამისი თხოვნით წელს, თებერვალში მიმართა შვეიცარიას. კომახიძემ მიზეზად მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „აგრესიული მუქარა“ დაასახელა. რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში კომახიძემ დაადასტურა, რომ მიიღო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შვეიცარიაში დარჩენის უფლება აქვს. კომახიძე წლების განმავლობაში მუშაობდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში. მისი განცხადებით, მისდამი მუქარა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 2009 წლის დეკემბერში ცხინვალში იმყოფებოდა, წინა წლის აგვისტოს ომის შესახებ მასალების შესაგროვებლად.
XS
SM
MD
LG