Accessibility links

logo-print

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გაავრცელა განცხადება ცხინვალში ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებით


უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, „სრული, სწრაფი და მიუკერძოებელი“ გამოძიება ჩაატარონ ცხინვალში ჟურნალისტ თემურ ცხოვრებოვის ცემასთან დაკავშირებით. ამ მოწოდებას შეიცავს საგანგებო განცხადება, რომელიც „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გაავრცელა ცხოვრებოვის ცემასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცხოვრებოვმა „ამნესტი ინტერნეიშენალს“ უთხრა, რომ მას ცხინვალის ცენტრში 24 ივლისს დაესხა თავს, დაახლოებით, ათკაციანი ჯგუფი. თავდამსხმელებმა მას დანით მიაყენეს ჭრილობა ყელის არეში, მოტეხეს თითი და სახეში ურტყეს. ცხოვრებოვი, უფლებადამცავი ორგანიზაციის ცნობით, აცხადებს, რომ თავდამსხმელებიდან სამი მამაკაცი იცნო და რომ ისინი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრები არიან. ცხოვრებოვი თავდასხმის მიზეზად მიიჩნევს ჟურნალისტურ საქმიანობას, ისევე როგორც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებისაგან განსხვავებულ პოლიტიკურ შეხვედულებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობას.
XS
SM
MD
LG