Accessibility links

logo-print

დიეგო მარადონა მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს


ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ქვეყნის ნაკრების გუნდის მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს. სამშაბათს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტს ვადა გაუვიდა, მისი გაგრძელება კი არ მოხდება, რადგან ფეხბურთის ფედერაციას მარადონას მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია. როგორც ცნობილია, მარადონას მოთხოვნები იყო გუნდის ტექნიკური და მწვრთნელთა შემადგენლობის სრულად, უცვლელი სახით შენარჩუნება, რაზეც ფედერაციამ მას უარი უთხრა. არგენტინის ფეხბურთის ნაკრები გუნდის მწვრთნელის პოსტს დროებით ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი სერხიო ბატისტა დაიკავებს.
XS
SM
MD
LG