Accessibility links

ევროკავშირის საპოლიციო მისიას კოსოვოში გადამდგარი გენერალი უხელმძღვანელებს


ევროკავშირის საპოლიციო მისიას კოსოვოში ფრანგი გადამდგარი გენერალი კსავე ბუ დე მარნაკი უხელმძღვანელებს. ის კოსოვოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 2008 წლის თებერვალში ნატოს ჯარებს ედგა სათავეში. დე მარნაკი ახალ პოსტზე მუშაობას 2010 წლის ოქტომბრიდან შეუდგება. ევროკავშირის ორიათასკაციანი საპოლიციო კონტინგენტი კოსოვოში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საქმეების მონიტორინგს ახორციელებს.
XS
SM
MD
LG