Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონგა მზადაა ავღანეთში სამხედრო შენაერთი გაუშვას


წყნარი ოკეანის აუზის მცირე სახელმწიფო ტონგა მზადაა ავღანეთში სამხედრო შენაერთი გაუშვას. სახელმწიფოს ოფიციალურ პირთა განცხადებით, თალიბების წინააღმდეგ ბრძოლა სამუშაო ადგილების შექმნითაც მიმზიდველია მათთვის. ტონგა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 55 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ჯარისკაცები ავღანეთში სამსახურს ნოემბრიდან შეუდგებიან. ტონგას ჯარისკაცები ერაყში 2004-2006 წლებში, შემდეგ კი 2007-2008 წლებშიც მსახურობდნენ.
XS
SM
MD
LG