Accessibility links

logo-print

ამერიკა ყირგიზეთს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ ბლეიკის განცხადებით, ყირგიზეთი ფრთხილად უნდა მოეკიდოს და თავიდან აიცილოს მის სამხრეთ ნაწილში, ტაჯიკეთის საზღვართან ავღანელი ბოევიკების შესაძლო შესვლა. მის პასუხად ასლან ანაბაევმა, ვაშინგტონში ყირგიზეთის საელჩოს დროებითმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამხრეთი რადიკალიზმისადმი მოწყვლადი რეგიონია. ბლეიკი ყირგიზეთში გასულ კვირას იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი საზღვრების დაცვის საქმით, სავარაუდოდ, ასევე დაინტერესებული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG