Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ ცოტა, 45 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 152 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დასტურდება, სულ ცოტა, 45 ადამიანის დაღუპვა, თუმცა შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაცილებით მეტია. არიან გადარჩენილებიც - ამ დროისთვის, ხუთი ადამიანი. Airbus 321 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც პაკისტანის კერძო კომპანია Airblue-ს ეკუთვნის, პაკისტანის ქალაქ კარაჩიდან დედაქალაქ ისლამაბადში მიფრინავდა, როცა ისლამაბადის მახლობლად, მთებში ჩამოვარდა. გრძელდება სამაშველო სამუშაოები. პაკისტანმა გლოვის დღე გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG