Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ავიაკატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 152-ვე ადამიანი შეიწირა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 152-ვე ადამიანი დაიღუპა. ამ წყაროს ცნობით, ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში ხუთი გადარჩენილი იპოვეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. Airbus 321 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც პაკისტანის კერძო კომპანია Airblue-ს ეკუთვნის, პაკისტანის ქალაქ კარაჩიდან დედაქალაქ ისლამაბადში მიფრინავდა, როცა ისლამაბადის მახლობლად, მთებში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. განცხადება, რომ თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქის განვითარების უწყების ხელმძღვანელმა, იმთიაზ ელაჰიმ გააკეთა. პაკისტანში გლოვის დღეა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG