Accessibility links

logo-print

პრესსამსახური პრეზიდენტის მიერ ზანგების ხსენების ფაქტს განმარტავს


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით. ”პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრესსამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან”, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საუბარია პრეზიდენტის მიერ საბაჟო სამსახურის გაუმართაობის გამო გამოთქმულ საყვედურზე. 27 ივლისს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მან დამსწრეებს რიტორიკული შეკითხვით მიმართა - შეუმოწმებიათ თუ არა მათთვის ბარგი ევროპულ ქვეყნებში სტუმრობისას. ხოლო მას შემდეგ, რაც უარყოფითი პასუხი მიიღო, პრეზიდენტმა დამატებითი შეკითხვები დასვა. ”აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით?”, - იკითხა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG