Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ უფრო უნდა იაქტიუროს ავღანეთში


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მნიშვნელობაზე. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ინტერესებთან და ამასთან, ეს არის უზარმაზარი სკოლა ქართველი სამხედროებისთვის. "2008 წელმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ არანაირი 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამოცდილება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველომ არა თუ არ უნდა შეწყვიტოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა, არამედ ახალი საშუალებები უნდა გამოძებნოს პროცესში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. ”ამისათვის ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG