Accessibility links

logo-print

რუსმა სამხედროებმა გალელები გაათავისუფლეს


ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელზე 28 ივლისს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გალელები გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ იუწყება ინფორმაციას თორნიკე კილანავა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში. მისი განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მიკროავტობუსის მგზავრები და მძღოლი "საზღვრის" გადაკვეთისთვის საჭირო საშვების არქონისთვის დააკავეს. კილანავას ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელზე დაკავებული მოკროავტობუსით ათამდე მგზავრი ზუგდიდისკენ მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG