Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია გაეროში კოსოვოზე მოლაპარაკების განახლებას ითხოვს


სერბია გაეროს სთხოვს კოსოვოს საკითხზე მოლაპარაკების განახლებას მიუხედავად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი დამოუკიდებლობის გამოცხადებით. სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენარალურ ასამბლეას წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს გამოყოფა ცალმხრივი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ შეიძლება, იყოს ტერიტორიულ უთანხმოებათა მოგვარების დასაშვები გზა. სერბიის სურვილია, რომ რეზოლუცია სექტემბერში განიხილონ გენერალურ ასამბლეაზე.
XS
SM
MD
LG