Accessibility links

logo-print

უკრაინაში ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად


უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა - დაიჭრა. აფეთქება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მოხდა, უკრაინაში რუსეთის პატრიარქის კირილეს სადაოდქცეული ცხრადღიანი ვიზიტის ბოლო დღეს. პოლიციის ინფორმაციით აფეთქებას ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუყენებია. შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, რუსეთის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
XS
SM
MD
LG