Accessibility links

ავღანეთში ორი იტალიელი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ორი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა 28 ივლისს გზის სავალ ნაწილზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ახალი ამბების სააგენტოების ცნობით ეს მოხდა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰერათის პროვინციაში. ამ პროვინციასა და საკუთრივ ქაბულში იტალიას 3300 ჯარისკაცი ჰყავს. იტალიური კონტინგენტის დანაკარგი ავღანეთში 26 კაცს აღწევს.
XS
SM
MD
LG