Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციას თანხმდება


რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავრობამ დაამტკიცა პრივატიზაციის ახალი ტალღა, რომელიც 11 სახელმწიფო საწარმოს ნაწილობრივ გასხვისებას ითვალისწინებს. ეკონომიკის განვითარების მინისტრის ალექსეი უვაროვის თქმით, სია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა დაამტკიცეს. სიაში შეტანილია რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი „სბერბანკი“ და ნავთობკომპანია „როსნეფტი“. რუსეთის პრესის ინფორმაციით, საწარმოთა აქციების გაყიდვით რუსეთის ბიუჯეტი სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 300 მილიარდი რუბლის (10 მილიარდი დოლარის) მიღებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG