Accessibility links

logo-print

ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის ახალ პროექტს კრიზისის გამომწვევად მიიჩნევს


კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ერთპარტიული დოკუმენტი, მიღებული მმართველი ძალის მიერ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი, -განაცხადეს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებმა დღეს, „რია ნოვოსტის“ ოფისში გამართულ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვის დროს. შეხვედრას ესწრებოდნენ მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე, „კონსერვატორი“ კახა კუკავა, „ლეიბორისტული პარტიიდან“ ნესტან კირთაძე, „ხალხის პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები ლია მუხაშავრია და ზაქარია ქუცნაშვილი. როგორც კომისიის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები გამიზნულია არსებული ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და ემსახურება „სააკაშვილის რეჟიმის“ გახანგრძლივებას. მათი აზრით, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს დოკუმენტი გახდეს ახალი პოლიტიკური კრიზისის საწყისი საქართველოში.
XS
SM
MD
LG