Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა გაზეთები „ალია“ და „ასავალ-დასავალი“


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია გაზეთები "ალია" და "ასავალ-დასავალი". „თქვენ ნახეთ, შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს „ალიას“, „ასავალ-დასავალს“ და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი“, - აღნიშნა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას. პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია. „საქართველოში ყველაზე მეტად ფასობს ის, ვინც თავს სწირავს ქვეყნისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG