Accessibility links

logo-print

მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს ФСБ-ს უფლებამოსილების გაზრდის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. მანამდე დოკუმენტი დაამტკიცა სახელმწიფო სათათბირომ და მოიწონა ფედერაციის საბჭომ. კანონის თანახმად, უშიშროების ფედერალურ სამსახურს ენიჭება უფლება, ოფიციალურად გამოუცხადოს მოქალაქეებს ამა თუ იმ ქმედების დაუშვებლობის შესახებ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლის ”კანონიერი მოთხოვნის” შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. რუსეთში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ამ საკანონმდებლო ცვლილების წინააღმდეგი გამოდიან.
XS
SM
MD
LG