Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტს ეჭვი შეაქვს დასავლელი მოკავშირეების ეფექტიანობაში


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ეჭვი შეაქვს დასავლელი მოკავშირეების სურვილში - გაანადგურონ თალიბანის ბაზები პაკისტანში. კარზაიმ დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ”ტერორიზმთან ომი არის ომი არა ავღანეთის სოფლებსა და სახლებში, ...არამედ იქ, სადაც ტერორისტები აფარებენ თავს, მათი დაფინანსების წყაროებში, მათ საწვრთნელ ადგილებზე და ეს ყველაფერი ავღანეთის გარეთ არის”. კარზაი აცხადებს, რომ ავღანეთს არ გააჩნია ტერორისტთა თავშესაფრებზე თავდასხმის უნარი, მის მოკავშირეებს კი ეს შეუძლიათ და საკითხავია ”რატომ არ მოქმედებენ ისინი?”.
XS
SM
MD
LG