Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დააკავეს შვილების ცხედრების გადამალვაში ეჭვმიტანილი ცოლ-ქმარი


საფრანგეთის სამხრეთში, ერთ-ერთ სოფელში რვა ჩვილის გვამი აღმოაჩინეს, რის გამოც დაკავებულია ცოლ-ქმარი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ლილთან ახლოს მდებარე დასახლება ვილ ო ტერტრში გრძელდება ჩვილების გვამების ძებნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ორმოც წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მოკლული ბავშვების მშობლები არიან. ჯერჯერობით მათ ბრალი წაუყენეს გვამების გადამალვაში.
XS
SM
MD
LG