Accessibility links

logo-print

პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ


პაკისტანში გლოვის დღეა გამოცხადებული გუშინდელ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელშიც 152 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანს სამძიმარი გამოუცხადეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მრავალი სხვა სახელმწიფოს ლიდერებმა. Airbus 321 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც პაკისტანის კერძო კომპანია Airblue-ს ეკუთვნოდა, გუშინ ჩამოვარდა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად, წვიმიან ამინდში.
XS
SM
MD
LG