Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისია პატიმართა საქმეების განხილვას ითხოვს


პატიმართა გარკვეული ნაწილი შესაძლოა მარიამობის დღესასწაულისთვის შეიწყალონ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 400 პატიმრის საქმესთან დაკავშირებით. კომისიის სხდომის ჩატარების თხოვნით თევდორაძის კომისიამ უკვე მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს. პრეზიდენტისგან პასუხის მიღებას შეწყალების კომისია დაახლოებით 2 კვირაში მოელის. შეწყალების რეკომენდაციის მისაღებად პატიმრებს სასჯელის ნახევარი უნდა ჰქონდეთ მოხდილი და მათ ასევე ესაჭიროებათ სასჯელაღსრულების სისტემის დადებითი დახასიათება.
XS
SM
MD
LG