Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში წყლის, გაზისა და დენის პრობლემები განიხილეს


შიდა ქართლის გუბერანტორმა ზურაბ არსოშვილმა დღეს გაფართოებული თათბირი გამართა, რომელსაც წყალმომარაგების, ირიგაციის, გაზისა და ენერგეტიკის სფეროებში მოქმედი კომპანიების რეგიონალური ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა: სასმელი წყლით, სარწყავი წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგებაში არსებული პრობლემები და გაზიფიცირების პროცესი. შეხვედრაზე დადებითად გადაწყდა ნიქოზის კაშხლის ამოქმედების საკითხი. ცნობილია, რომ კაშხლის მუშაობა დავალიანების გადაუხდელობის გამო იყო შეჩერებული. გავრცელებული ინფორმაციით, დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა.
XS
SM
MD
LG