Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ქართულ ღვინოებს გაყალბებისგან დაიცავს


დღეს, 29 ივლისს, ევროკავშირი და საქართველო გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ. პირველ ეტაპზე იგეგმება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული 18 დასახელების ღვინის გაყალბებისგან დაცვა, ესენია: ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი. ”ხელშეკრულება, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორში და წაახალისებს ახალ მარკეტინგულ წინადადებებს. შეთანხმების საშუალებით საქართველო შეძლებს თავისი კანონმდებლობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში... ეს პროცესი უდაოდ შეუწყობს ხელს იმ რეგიონების განვითარებას, რომელსაც ღვინის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ”, - ნათქვამია ევროგაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გეოგრაფიული სახელწოდებების სისტემა ევროკავშირის ხარისხის დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედად მიიჩნევა და მიზანმიმართულად უწყობს ხელს სახელწოდებების რეგისტრაციას. დღეისათვის ევროკავშირში დაახლოების 3000 დასახელების პროდუქტია რეგისტრირებული. შეთანხმების პარაფირების ღონისძიებაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 საათისთვის არის დაგეგმილი, ქართულ მხარეს მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირის მხარეს ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG