Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებების შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა


ერაყში აფეთქებების შედეგად დღეს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 22 ადამიანი დაიჭრა. ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სამხედრო ბაზის მახლობლად ჩრდილოეთში მდებარე სალაჰედინის პროვინციაში. დაიღუპა სამი ჯარისკაცი, დაიჭრა 12 ადამიანი. კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათი ადამიანი დაიჭრა ფალუჯაში ორი ბომბის აფეთქების შედეგად. ფალუჯა ცენტრალურ ერაყში მდებარეობს. ამასობაში, ერაყში მოქმედმა „ალ ყაიდამ“ იკისრა პასუხისმგებლობა მიმდინარე კვირაში ბაღდადში მოწყობილ აფეთქებაზე, რომელიც არაბულენოვან ტელეკომპანია „ალ არაბიას“ ადგილობრივი ბიუროს წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელმაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG