Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ლიდერი გამართლებულად მიიჩნევს თავის კრიტიკულ განცხადებას პაკისტანის შესახებ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი იცავს თავის განცხადებას, რომელიც მან ოთხშაბათს გააკეთა ტერორიზმისადმი პაკისტანის დამოკიდებულების საკითხზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო სათქმელის „გულახდილად და მკაფიოდ“ თქმა. კამერონმა ოთხშაბათს, კერძოდ, განაცხადა, რომ პაკისტანს არ უნდა დაერთოს ნება, ხელი შეუწყოს „ტერორიზმის ექსპორტს“. ამ განცხადებას, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ინდოეთში ვიზიტის დროს გააკეთა, ისლამაბადის მკვეთრი უკმაყოფილება მოჰყვა. პაკისტანის ოფიციალურ წარმომადგენელ ვაჯიდ შამსულ ჰასანის განცხადებით, კამერონი უგულებელყოფს პაკისტანის, ჰასანის შეფასებით, „უზარმაზარ როლს“ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. მანვე კამერონი „მოუმწიფებელ პოლიტიკოსად“ მოიხსენია.
XS
SM
MD
LG