Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში აფეთქებების შედეგად ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა


ნატოს განცხადებით, სამხრეთ ავღანეთში ექვსი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად. ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული მრავალეროვანი ჯარების დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს ოთხი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა და სამი დაჭრა ბომბის აფეთქებამ ზაბულის პროვინციაში. სხვა ინციდენტის დროს, ავტობუსი აფეთქდა გზის პირას დამონტაჟებულ ბომბზე ნიმროზის პროვინციაში, რის შედეგადაც ავტობუსში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG